Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/sadasdsads.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/sadasdsads.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/sadasdsads.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/sadasdsads.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესზე ვრცელი სიტყვით წარსდგა. მან ისაუბრა ფორუმის მნიშვნელობაზე და  ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის მუშაობა შეაფასა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის უმეტესი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეაფასეს. მიხეილ სააკაშვილმა ევროატლანტიკურ ინეგრაციაზეც ისაუბრა და ახალ მთავრობას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის მუშაობა შეაფასა. მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი სესია იყო საქართველოსთვისაც. მისი თქმით, ევროპის უმეტესი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეაფასეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ევროპა ამ პროცესის გაგრძელებას ელოდება, რასაც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის განმტკიცების თაობაზე გაამახვილა და ახალ მთავრობას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ეტაპზე გადადის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება. დეკემბერში ნატო-ს მინისტერიალი გაიმართება. თუ ჩვენ ახალ მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ, ამ არჩევნებზე დაყრდნობით, გვაქვს შანსი, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები იქნებოდა მთავარი ტესტი, ახლა კი, კოორდინირებული მუშაობის პირობებში - ჩვენ მზად ვართ, რომ ამ პროცესში ყველა დონეზე ჩავერთოთ და ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ზოგადად, მთავრობასთან ერთად, შესაძლებლობების ეს ფანჯარა გამოვიყენოთ. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილებაც გვაქვს და ძალიან დიდი ნდობაც. თუ ახლა სწორად ვიმოქმედებთ და ყურადღებას კონსტრუქციულ ნაწილზე გავამახვილებთ, მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც გარდაუვალია, შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, პროგრესისთვის გამოვიყენოთ. ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ, მთავარი შანსი, რომელიც ახლა გვეძლევა არის ის, რომ უკვე მომავალ წელს მივიღოთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და გავაფორმოთ ასოცირების ხელშეკრულება"–განაცხადა სააკაშვილმა მიხეილ სააკასვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანსწორობის პრინციპზე და ამ მხრივ ხელისუფლების 8 წლიან მონაპოვარს გაუსვა ხაზი. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაკარგვა, რასაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ვაშენებდით, დავიმსახურეთ ევროპული ინსტიტუტების ნდობა და გავზარდეთ ძალიან კარგი დიპლომატები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. საქართველოს რეფორმირების პროცესმა მოგვიტანა დღევანდელი შედეგი და ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს იმას, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს შეეძლოს ევროპაში ქართული პასპორტით დაუბრკოლებლად, უვიზოდ შესვლა, ყველა ჩვენი პროდუქტის უპრობლემოდ, ბაჟის გარეშე გატანა და თავი ვიგრძნოთ, ევროპის თითქმის სრულფასოვან ნაწილად, ამ სტრუქტურების მონაწილეებად. მართლია, ჯერ ევროკავშირის წევრი არ ვიქნებით, მაგრამ შემდეგი თვეების განმავლობაში საქართველოს დიდი „ლუპით" დააკვირდებიან. ყველას მოვუწოდებ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ახალ მთავრობასთან, რადგან, ამ შემთხვევაში, მთავრობის პოზიცია საქართველოს პოზიციაა. ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ახალ მთავრობასათან იყოს დიალოგი, რათა თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროგრესი გაგრძელდეს. საბოლოოდ, ეს საქართველოს პროგრესია, რადგან ყველანი ქართველები ვართ და სხვაგვარად არ შეიძლება. მე, როგორც პრეზიდენტი, ვიმოქმედებ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. საპარლამენტო ოპოზიციამაც უნდა იმოქმედოს არა როგორც ქვეყნის ოპოზიციამ, არამედ როგორც ქმედითმა პოლიტიკურმა ძალამ და ხელი შეუწყოს ქვეყნის წინსვლას. ახალი მთავრობა ამბობს, რომ მას სურს გზა ნატო-ს მიმართულებით განაგრძონ. ეს თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმაც და ვისურვებდი, რომ ეს დიალოგი პრემიერმინისტრობის კანდიდატთანაც გაგრძელდეს. მესმის, რომ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი აზრი აქვს. ქართველ ერს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და და თუ კარგად ვიმუშავებთ, შესაძლოა, ნატო-ს მინისტერიალზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, მართლაც გადაგვიყვანონ შემდეგ საფეხურზე. ეს კი ის მომენტია, რომელიც შეიძლება შეუქცევადად გახდეს უახლოეს წლებში ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობა. თუმცა ამისათვის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო და, ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ. მე მზად ვარ ამ მიმართულებით ვიმუშავო. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ, დღეს ამის მზაობა არის და ძალიან ცუდი იქნება, თუკი ამ შანსს დავკარგავთ", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. მისივე თქმით საქართველოში ნამდვილად მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში კიდევ არ ჩატარდება არჩევნები და ხელისუფლება ასეთივე გზით არ შეიცვლება, მანამ ვერ ვიტყვით, რომ სრული დემოკრატია  გვაქვს. "ჩვენ ბევრი ადამიანი გვინახავს რომელიც თავისუფალი არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ წასვლა დაავიწყდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ გვჭირდებით თქვენ, რათა ყოველივე ეს მყარად შევინარჩუნოთ - ჩვენ გვჭირდება თქვენი ურყევი მხარდაჭერა და მონიტორინგი. მე მახსოვს, რამდენად ნეგატიური შემოტევა იყო და რამდენი ენერგია დახარჯეთ თქვენ, როგორი სამაგალითო იყავით, როდესაც იცავდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული რეფორმების პროცესსა და ქართველი ერის ევროპული დემოკრატიების ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმართულ სწრაფვას. მინდა, რომ ასეთივე მტკიცე პოზიცია შეინარჩუნოთ; მინდა, რომ დარჩეთ ჩვენს მხარეს და მინდა, დაგვეხმაროთ ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხში", - განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე არნიშნა რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო შედეგებით გახარებულია. პუტინის სიხარული ამ დროისთვის ნაადრევია"– განაცხდა სააკაშვილმა. "ვლადიმერ პუტინი, რომლის ჯარსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, მოუთმენლად ელოდა ჩვენს არჩევნებს და გაუხარდა შედეგიც, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მას, რომ მისი ბედნიერება ნაადრევია, რადგან ის პრეცედენტი, რომ მის საზღვართან მთავრობა იცვლება არჩევნების და დემოკრატიული პროცესის გზით, არ არის კარგი ახალი ამბავი მათთვის, ვისაც მოსწონს ავტორიტარული მმართველობა საკუთარ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი პრეცედენტია.”
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.