ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდი - ქართული მხარე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით,ყველაზე მწვავე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების თავისუფლად გადაადგილების საკითხია.
ქართული მხარე შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაზე - მდინარე ენგურის გასწვრივ არსებული ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ იმსჯელებს.
შეხვედრებზე განხილვის თემები იქნება ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება, ძალის გამოუყენებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.
მასალის გამოყენების პირობები