პოლიტიკა
თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატების შესაძლებლობა ეძლევა
ადგილობრივ თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატებისა და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობა ეძლევა. ამ შესაძლებლობას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები იძლევა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. იცვლება პარლამენტის მიერ დამტკიცებული,ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი,რაც თვითმმართველობის კოდექსის მიღების პროცესში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო. ახალი თვითმმართველობის კოდექსით,თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა რაოდენობის ერთგვარი ლიმიტირება განხორციელდა.პარლამენტის მიერ მიღებული კანონით,ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით განისაზღვრა. ცვლილებები კოდექსის ამ ნაწილში შედის. როგორც პროექტის ავტორმა და ინიციატორმა გია ჟორჟოლიანმა განმარტა,ინიციატივა გულისხმობს შტატების გაზრდის შესაძლებლობას შემდეგნაირად: - რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის მუნიციპალიტეტში, საშტატო რიცხოვნობას იმდენი საშტატო ერთეული შეიძლება დაემატოს – თუ 15-ია, მაშინ 15 კაცი, თუ 20-ია - 20 კაცი და ასე შემდეგ. "თვითმმართველობის რეფორმა კომპლექსური და გრძელვადიანი განვითარების პერპექტივის მქონე რეფორმაა და გარკვეული კორექტივები საჭიროა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს თანდათანობით მეტ ავტონომიას მივანიჭებთ, მათ შორის თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრაში. წარმოდგენილი ცვლილებებით მათ ეზრდებათ შესაძლებლობა, მეტი თავისუფლება ჰქონდეთ", - აცხადებს ჟორჟოლიანი. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი შემდეგი ფორმულით ყალიბდება: - "გამგეობის, მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეული. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩევლეთა რაოდენობა 45 000 კაცზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისთვის დაგეგნილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.