პოლიტიკა
პენსიები 2015 წელს გაიზრდება
უმრავლესობა და მთავრობა შეთანხმდა, რომ 2015 წელს საქართველოში პენსია გაიზრდება. ეს საკითხი კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვების დროს გადაწყდა. კანონმდებლები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ლარით გაიზრდება პენსია და აცხადებენ, რომ ზუსტი რიცხვები ნოემბერში გახდება ცნობილი, როდესაც დეპუტატთა შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის უკვე შესწორებულ ვარიანტს გადააგზავნის. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში დასრულებულია. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები 16 ოქტომბერს უკვე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. ხვალვე გაიმართება შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს. „წარმოდგენილ პროექტს მხარს ვერ დავუჭერთ, გამომდინარე იქიდან, რომ არცერთი თეთრით აქ არ არის პენსიის ზრდა ჩადებული. ის ბუნდოვანი განცხადებები, რომელიც ზეპირად გვესმის ფინანსთა მინისტრის მხრიდან, რომ პენსიის გაზრდა იგეგმება, კონკრეტულად ამ პროექტში არაფერი არ არის წარმოდგენილი’, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.