კრემლის პროექტი დაპირისპირების მიზეზი ხდება თავად ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები დოკუმენტის გარკვეულ მუხლებს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ახალი ტიპის ხელშეკრულება რუსეთთან აუცილებელია, თუმცა პროექტის ტექსტი, რომელიც მათ მოსკოვიდან მიიღეს, მათი შეფასებით, აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტს ლახავს და დე ფაქტო დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ამასთან ერთად, მათი პროტესტი ვადებსაც მოჰყვა, კრემლმა სოხუმს დრო 26 ოქტომბრამდე მისცა. ოკუპირებულ რეგიონში ამბობენ, რომ ასეთი სახით შეთანხმების ტექსტს მხარს არ დაუჭერენ.
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მეკავშირეობისა და რეინტეგრაციის შესახებ თანამშრომლობის 25-პუნქტიანი დოკუმენტი რუსულმა მხარემ მოამზადა. პროექტის ტექსტი აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გუშინ გაავრცელეს.
მასალის გამოყენების პირობები