საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობა ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა დატოვა. მან დამოუკიდებელ მაჟორიტარად გასვლა მოითხოვა.
გოზალიშვილმა უმცირესობისა და მასში შემავალი ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–რეგიონები" დატოვების თაობაზე ოფიციალურად პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართა.
მისივე განცხადებით, მან ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.
გოზალიშვილი მეექვსე დეპუტატია, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა.
მაჟორიტარულ ოლქებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გასულმა ხუთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანების შესახებ პარლამენტის პირველივე სხდომაზე თქვა უარი. ესენი არიან - გოგი ლიპარტელიანი, გოდერძი ბუკია, ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და სერგო ხაბულიანი.
მასალის გამოყენების პირობები