სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სოზარ სუბართან ერთად #7 და #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ პატრიარქმა იმედი გამოთქვა რომ პატიმრები განთავისუფლდებიან.
"იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ მოწყალებას და გაათავისუფლებენ პატიმრებს. იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით და ჩვენი ლოცვით, ჩვენი ხელისუფლების ნებით, პატიმრები იქნებიან თავისუფლები. უნდა გავაგრძელოთ ლოცვები და შევთხოვ უფალს, რომ ვიხილოთ თავისუფალი პატიმრები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათია, როცა ამდენი ხალხია ციხეში, იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან პატიმრები" -ბრძანა პატრიარქმა
სოზარ სუბარის განცხადებით კი პატიმართა რესოციალიზაციის პროექტები საპატრიარქოასთან ერთან განხორციელდება.
“ციხე არ უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანი დაითრგუნება. ვგეგმავთ სერიოზულ მუშაობას, რომ განხორციელდეს რესოციალიზაციის პროექტი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები