Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/20120425041750dimitrovi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისგან
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა პრესკონფერენციაზე საქართველოში მედიის პოლარიზებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ, მედიამონიტორინგის პროექტი, რომელიც 11 მაისიდსან 15 ოქტომბრამდე, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, წარმატებული იყო და მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მედიის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ფილიპ დიმიტროვის განცხადებით პროექტის განხორციელების თხოვნით ევროკავშირის წარმომადგენლობას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში მიმართეს. "ამ პროექტმა გავლენა მოახდინა მედიის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე. დღეს მედია პოლარიზებულია. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა აქ ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ასევე, შესამჩნევია პოლიტიკური ვნებათაღელვაც, რაც ერთი თვალის დახამხამებაში ვერ შეიცვლება. ამ პროექტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რადგან პროექტი 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მედიამონიტორინგის პროცესში ჩვენი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო მედიასაშუალებების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის, მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და Must Carry-ის პრინციპის ხანგრძლივად დანერგვისთვის. საქართველოში მასმედიის მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისგან, რეაგირებას მოითხოვს სარეკლამო ბაზარი, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იარსებებს საქართველოში მოთხოვნა ამ ყველაფერზე. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ ვეცდებით, საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდეს", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.