უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს დღეს მილანში შეხვდებიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, დიდი ბარიტანეთის პრემიერი დევიდ ქემერონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ. უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა 6 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ნორმანდიაში შედგა, რომელსაც გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ. პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა 26 აგვისტოს, მინსკში გაიმართა. 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის დადებისთვის "საგზაო რუკა" მომზადდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები