არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს. უმაღლესი საბჭოს დღევადნდელ სხდომაზე ხაბაძის კანდიდატურას 13 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი - არც ერთი ; "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
არჩილ ხაბაძე 32 წლისაა. 2008 წლიდან დღემდე, "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.
არჩილ ხაბაძის კანდიდატურის კენჭისყრამდე, უმაღლესი საბჭოს უმცირესობის წევრებმა მოითხოვეს 30-წუთიანი შესვენება, რათა ხაბაძეს შეხვედროდნენ. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ზამბახიძემ აღნიშნა, მათ წევრებმა ვერ მოახერხეს კანდიდატთან გასაუბრება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ფრაქციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შესვენებისას ეს შეხვედრა შედგა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. მათგან 13 კოალიცია "ქართული ოცნებას" წარმოადგენს, ხოლო რვა - უმცირესობაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობას".
არჩილ ხაბაძემ ლევან ვარშალომიძე შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები