სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ,,მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, რომ გლდანის მერვე საპყრობილეს განტვირთვის მიზნით, 100-150 პატიმარი დატოვებს.
"მერვე საპყრობილე არის განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულება, სადაც განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმია და იქ უნდა იყვნენ მიუსჯელი პატიმრები ან მისჯილი მსჯავრდებულები, ოღონდ ცოტა ხნით და იქ არის მისჯილი 2600 პატიმარი, რაც დიდი რიცხვია. ამიტომ დღეს უკვე იწყება პირველი ეტაპი და დაახლოებით 100-150 პატიმარი მერვე საპყრობილიდან გადავა შედარებით მსუბუქი რეჟიმის საპყრობილეში და უახლოეს დღეებში ეს ტენდენცია გაგრძელდება, რათა მოხდეს მერვე დაწესებულების განტვირთვა", _ განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით 700 -ზე მეტ პატიმარს ამნისტია შეეხება და ციხეებს დატოვებს.
"ამნისტია შეეხება გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე ეს არის 700. მთლიანობაში წლის ბოლომდე ციხეებიდან ძალიან ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, პირობითი ვადამდე გათავისუფლება, ამნისტია, სასჯელის შეკრებითობის გაუქმება და ა.შ", - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები