სამეგრელოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერის მოთხოვნას აპროტესტებენ და ახალ ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან. პროკურატურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მოთხოვნა გენერალური პროკურტურიდან მიიღეს.
თანამშრომლების სახელით განცხადება დღეს საგამოძიებო ნაწილის უფროსმა რომეო საჯაიამ გააკეთა. მისი განმარტებითა და შეფასებით, სამუშაოს დატოვების მოთხოვნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.
"მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელმაც წამოგვიყენა ულტიმატუმი, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დავწეროთ. მოტივი არის ერთადერთი - პოლიტიკური, ვინაიდან კადრების დაკომპლექტება და რეკომენდაციის გაწევა ზუგდიდის "ქართული ოცნების" მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. ეს არ არის საკადრო ცვლილებები, ვინაიდან პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის ფარგლებში არ ჯდება. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ეს ადმინისტრაციულ პოლიტიკური ძალაუფლების დემონსტრირების კლასიკური მაგალითია", - აღნიშნა საჯაიამ.
ინფორმაცია საჯაიას ბრფინგის შესახებ ტელეკომპანია ”რუთავი 2”-მა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები