პოლიტიკა
ეკონომიკური საბჭოს გასვლითი სხდომა კაჭრეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით კაჭრეთში ეკონომიკური საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე, რეგიონებში მეწარმეობის განვითარებასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონებში ახალი საწარმოების შექმნის პერსპექტივებს.
სხდომაზე მოწვეული იყვნენ მხარეების სახელმწიფო რწმუნებულები, რომლებმაც ეკონომიკურ საბჭოს რეგიონების განვითარების ხედვა წარუდგინეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები