პოლიტიკა
გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილს 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს , 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება – უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე, რაც გათვალისწინებულია 333-ე და 341-ე მუხლებით. ასევე, გირგვლიანის საქმეზე, კერძოდ ოქროყანის ეპიზოდზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გერონტი ალანია ნაწილობრივ გამართლდა და სასჯელის საბოლოო ვადად 4 წელი 6 თვე, 2 ათას ლარიანი ჯარიმა და 2,3 წლით თანამდებობაზე მუშაობის შეზღუდვა განესაზღვრა. ამავე ეპიზოდზე ბრალდებული ვალერიან მეტრეველს კი 4, 6 წელი და 2 ათას ლარიანი ჯარიმა მიესაჯა. როგორც ცნობილია, გერონტი ალანია ძებნაში იმყოფება, მერაბიშვილი და მეტრეველი კი პატიმრობაში არიან და საკუთარი გადაწყვეტილებით საქმის განხილვებში არ მონაწილეობდნენ. ამ საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, დათა ახალაიას საქმე კი მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. გირგვლიანის საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს, მეორე ეპიზოდია, ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ოქროყანაში ცემის ფაქტი. პროკურატურის მასალებით აღნიშნული პირების ცემა ოქროყანაში იგივე სცენარით მოხდა,როგორც გირგვლიანის შემთხვევაში. საქმეში ბრალდებული ვალერიან მეტრეველი სწორედ საქმის ამ ეპიზოდზეა ბრალდებული. გირგვლიანის საქმეს საქალაქო სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.