არაკეთილსინდისიერი და საშიში სპეკულაცია, – ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქართული მხარის შეფასებას აფხაზეთის ანექსიასთან დაკავშირებით.
ეს განცხადება გრიგორი კარასინმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰემბერს ზაბლერთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
კარასინის განცხადებით, თბილისის ასეთ დამოკიდებულებას შეუძლია სერიოზული ჩრდილი მიაყენოს ჟენევის დისკუსიებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრის მონაწილეები არ დაუშვებენ მოვლენების ამ გზით განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები