ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისთვის შეფარდებული 5 წლიანი პატიმრობა.სასამართლოს გადაწყვეტილებით,ასევე ძალაში დარჩა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის,ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის დაკისრებული 50 ათასიანი ჯარიმა.
ქუთაისის საპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეს განიხილავდა, რომელიც კვარიათის აგარაკის საკითხსა და დასაქმების პროგრამაში აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები