პოლიტიკა
ბაჩო ახალაიას განაჩენი გასაჩივრდება
ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ განაჩენი იმ ზეწოლის შედეგია, რაზეც დიდი ხანია ბაჩო ახალაიას ახლობლები საუბრობენ ,- ამის შესახებ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარება საჭიროც კი არ არის. "შემიძლია გითხრათ, რომ ეს განაჩენი დაუსაბუთებელი იქნება,ვინაიდან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ დაასაბუთებს სასამართლო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ანი ნადარეიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოსალოდნელი იყო. ეს უკვე მერამდენე ფაქტია,როდესაც ანი ნადარეიშვილი წინასწარ აანონსებს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას მოსამართლის მხრიდან. ეს არის იმის შედეგი,რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ",- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის(წამება) საფუძველზე კი, მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.