იაპონიის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს იაპონურ მედიაზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ კონფქლიტში პროგრესული ნაბიჯების არარსებობის გამო.
ვლადიმერ პუტინის იაპონიაში ვიზიტი 2014 წლის თებერვალში სოჭში დაიგეგმა და მიმდინარე წლის შემოდგომით უნდა გამართულიყო. არსებული ინფორმაციით,უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო,რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიაში მომავალი წლისთვის გადაიდო.
იაპონიამ რამდენიმე თვის წინ რუსეთს უკრაინის გამო სანქციები დაუწესა და 23 რუს მაღალჩინოსანს სავიზო აკრძალვები შეეხო. სექტემბერში იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და ახალი სანქციები ქვეყანაში მოქმედ რუსულ ბანკებსაც შეეხო.
მასალის გამოყენების პირობები