Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/guukvhoplkktyjulflkp.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/guukvhoplkktyjulflkp.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/guukvhoplkktyjulflkp.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/guukvhoplkktyjulflkp.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
სახალხო დამცველის აპარატი რუსთავის #16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით  სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  2012 წლის 31  ოქტომბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულები სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს კოლექტიური განცხადებები მიაწოდეს, რომელსაც  ხელს რამდენიმე ასეული პატიმარი აწერს. რადიო „ათინათი“ სახალხო დამცველის განცხადებას გთავაზობთ. „მსჯავრდებულთა გადმოცემით, 2012 წლის 29 ოქტომბერს დაწესებულებაში შეიცვალა დირექტორი, რომელმაც მოსვლის დღიდან დაიწყო ძველი მეთოდების დამკვიდრება - პატიმრებს დაუწესდათ გაუმართლებელი შეზღუდვები, კერძოდ, აღარ აძლევენ ეკლესიაში გადასვლის საშუალებას, საკანში სარეცხის გაფენის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არ არსებობს. მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს ემუქრება სასჯელის დამატებით, სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანით. მათი თქმით, პატიმრებს უმიზეზოდ სჯიან და გადაყავთ სამარტოო საკანში. მსჯავრდებულების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ #16 დაწესებულებაში განთავსებულნი არიან პატიმრები, რომლებისთვისაც ახალ დირექტორს, ლევან აბურჯანიას, პოლიციაში მუშაობის დროს, „ჩადებული“ აქვს ნარკოტიკი და რომლებიც ნაცემი ჰყავს. 31 ოქტომბერს ვრცელდებოდა ინფორმაცია ნაცემი პატიმრების თაობაზე, თუმცა სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის პატიმრებს აღნიშნულის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. მსჯავრდებულთა თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად არ ისარგებლებენ პაემნებით. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პატიმრებს შორის არანაირი სახის უთანხმოება არ არსებობს, ხოლო ინფორმაცია, თითქოს #16 დაწესებულების მსჯავრდებულები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები, მცდარია. მონიტორინგის დროს #16 დაწესებულებაში შიმშილობდა 5 პატიმარი, ორი პატიმარი აპროტესტებდა სამარტოო საკანში განთავსებას, ხოლო სამი მათი თანასაკნელების სამარტოო საკანში გადაყვანას. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სიღრმისეულად შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტები და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული განცხადებები რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.“-ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.