პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სოფლის მეურენობის მინისტრ დავით კირვალიძესთან შეხვედრას გამართავს.
ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის საკითხზე იწყებს მუშაობას.
მისი თქმით საქართველო–რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა ერთ–ერთი მთავარი სტარტეგიაა, რომელზეც მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ. დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული ნაწარმის რუსეთში ექსპორტის საკითხი განიხილება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე უფრო რეალისტურია რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენა. მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას საქართველოს პრემიერ მინისტრი ჯერჯერობით შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს.
ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
მასალის გამოყენების პირობები