ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად აპოლონ კაკაბაძე წარადგინა. მინისტრის განმარტებით ახალი ხელმძღვანელი შეძლებს სისტემაში არსებული ნაკლოვანენების აღმოფხვრას და მიღწევების შენარჩუნებას.
"საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვთხოვ, აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით, მათ შორის შემოსავლების სამსახურთან, რათა ბიზნესს გავუადვილოთ საქმიანობა, რათა საგადასახადო კანონმდებლობაში არ იყოს ორმაგი ინტერპრეტირების საშუალება და სხვადასხვაგვარად არ ვკითხულობდეთ კანონს ჩვენ და ბიზნესმენები. იყავით ბიზნესმენების მეგობარი, დავიცვათ მათი უფლებები, რათა მათ მეტი სამუშაო ადგილი შექმნან, მეტი გადასახადი გადაიხადონ, რაც არის ერთადერთი საშუალება, რომ კოალიციამ წინასაარჩევნოდ გაცემული ყველა დაპირება შეასრულოს. ამავდროულად, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ გადასახადის გადაუხდელობა იქნება დასჯადი ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში თანხების მობილიზება იყო მაღალ დონეზე, ოქტომბრის გადასახადების მოცულობა პროგნოზირებადზე გაცილებით მაღალია, რაც არის ყველას დამსახურება"–აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები