პოლიტიკა
ესპანეთში ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში ადგილობრივმა ნაციონალურმა პოლიციამ ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავა. 
ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. 

lavozdegalicia-ის ცნობით, 7-კაციანი ჯგუფი, რომელიც ექვსი ქართველისგან და ერთი ესპანელისგან შედგებოდა, სახლების ძარცვით იყო დაკავებული. ნაციონალური პოლიციის განცხადებით, 4 თვის განმავლობაში მძარცველებმა 102 ბინა გაქურდეს, საიდანაც ძვირფასეულობა, ფული და ელექტროსაქონელი გაჰქონდათ. 

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ასევე აღმოაჩინა სამი ადგილი, მათ შორის ორი ბარსელონაში, ერთი კი ლა კორუნიაში, სადაც კრიმინალური დაჯგუფება მოპარულ ნივთებს ინახავდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.