Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/7b0c03df04bdca963a4517a6a94a9afc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/7b0c03df04bdca963a4517a6a94a9afc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/7b0c03df04bdca963a4517a6a94a9afc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/7b0c03df04bdca963a4517a6a94a9afc.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ბაჩო ახალაიას სახელით მიმართვა გავრცელდა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სახელით მიმართვა გავრცელდა, რომელსაც "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ავრცელებს სპეკულაციებს, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავექეცი მართლმსაჯულებას. მინდა საჯაროდ განვაცხადო, მე ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელს შევუშლიდი 1-ლი ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ვთვლი, რომ არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების კონსოლიდაციისათვის და სურვილი მაქვს, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაფლანგოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი. მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას და ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ მოგვიწია ურთულესი და მძიმე ბრძოლა საქართველოში ფესვგადგმული კრიმინალური და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ბრძოლა ამ კლანების წინააღმდეგ ხშირად მაღალი საფრთხის შემცველი იყო ჩემი თანამებრძოლების და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და ახლაც გვჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მე მწამს, რომ მიუხედავად სუბიექტური თუ ობიექტური ხარვეზებისა, ჩვენ წელში გავტეხეთ კრიმინალური სამყარო და დღეს საქართველო თავისუფალია მაფიოზური კლანებისაგან და ჩვენი შვილები ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში. ყველას შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს ბატონობა ციხეებში იწვევს კრიმინალს და ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევას არა მარტო სისტემის შიგნით, არამედ პირდაპირ უწევს ორგანიზებას და კონტროლს დანაშაულის გააქტიურებას საპყრობილის ფარგლებს გარეთაც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ თავდაცვის სისტემაში გავაფართოვეთ მიმდინარე რეფორმები. მათ შორის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის პირობების უზრუნველყოფის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, შეიარაღების მოდერნიზებისა და წარმოების და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩემი მთავარი მიზანი იყო, დამეცვა მშვიდობა და უსაფრთხოება ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში. მე ვამაყობ, რომ ქართული არმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი გახდა საქართველოში. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს სახელით სამშვიდობო მისიებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებებს იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა. ღრმად მწამს, რომ ადამიანის თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. მინდა მივმართო ქართველ ხალხს - მე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ჩემს ქმედებაზე, თითოელ ჩემს ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემს მიმართ ადასტურებს, მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებებს შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ, პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას. საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეული რეფორმირების პროცესში. მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უნდა ვსაქმიანობდე მომავალში, ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე", - ნათქვამია მიმართვაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.