პოლიტიკა
კომბინატის დასახლებაში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
გამთენისას, კომბინატის დასახლებაში ნარსიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ერთად დაათვალიერა სახლი და დაზარალებულ ოჯახს მერიის კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებულ დახმარებებს დაპირდა.
ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი კომისია, რომელიც აღრიცხავს ხანძრის მიერ მიყენებულ ზარალს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები