სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ქსნის #15 დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ ოფიციალური განცხადება სამინისტროს ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გეგმიური სამედიცინო დახმარების მიზნით მსჯავრდებულები ი.კ. შესაბამისი პროფილის და დ.ბ. გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყავდათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსნის ციხეში, ე.წ. კრიტში პატიმარმა დავით მინასევმა ყელი გამოიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მსჯავრდებულის დედაც ადასტურებდა.
მისი თქმით, ე.წ. კრიტიდან დარეკა ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელმაც აღნიშნული სახელი და გვარი დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები