პოლიტიკა
დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი მოქალაქე - ვლადიმერ ჩხიკვაძე, გაგა ჩხიკვაძე, შალვა ჩხიკვაძე, თეონა კილაძე და მაკა ტყაბლაძე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კომპიუტერული ტექნიკით, სკანერით, საღებავებითა და სხვა საშუალებებით ახდენდნენ დიდი ოდენობით ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას, რასაც შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ. ბრალდებულებს დაკავების მომენტში თან ჰქონდათ ყალბი 100 ლარიანი კუპიურები. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფული მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. გამოძიების მიერ ასევე ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება. დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.