ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ იყო. აცახდებს დაკავებულთა ადვოკატი დავით დეკანოიძე. მისი განცხადებით ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენებები მათი დაკავების მიზეზი გახდა.
"მიმაჩნია, რომ რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, არ იყო საკმარისი საფუძველი მათ დასაკავებლად და არც ბრალის წასაყენებლად. ჩვენებები ალბათ, არსებობს, მაგრამ შინაარსს ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. გამოქვეყნდება, გავეცნობით და ვნახავთ რა არის ამ ჩვენებებში. ახალაიას დაკითხვისას შეკითხვებიდან გამომდინარე, არის აბსურდული მათი პოზიცია, რომ გენერალს თურმე არ აქვს უფლება ჯარისკაცს საყვედური უთხრას.დაკითხვის დროს ახალაიას გვარებს ეკითხებოდნენ, მაგრამ ზეპირად არ მახსოვს. ვერ გეტყვით გათავისუფლებული არიან თუ არა სამხედრო სამსახურიდან, ახალაია არ იცნობს მათ, არც კალანდაძე არ იცნობს. საქმის მასალებს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მივიღებთ",-განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები