პოლიტიკა
მარგველაშვილმა ვენაში გამოსვლისას აფხაზეთისა და ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენაში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიაზე გაამახვილა ყურადღება. 
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების სტრუქტურული ტრანსფორმაციის მიღწევის შესახებ კონფერენციაზე. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობაზე და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელსაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს რუსული ოკუპაცია უქმნით.  "საქართველო არ არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა, თუმცა ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ, როგორც უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყანა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისთვის. 8 ქვეყანა რეგიონში სარგებლობს სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით და საქართველოს გავლით ჰპოვებენ გასასვლელს ზღვაზე. ამ 8-დან შვიდთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ჩვენი ქვეყანა გახსნილია ტრანზიტისთვის, როგორც ენერგორესურსების, ისე ვაჭრობის და სხვა მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
მან ხაზი გაუსვა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, რომელსაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს როლზე, ენერგორესურსების კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების თვალსაზრისით.  თუმცა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებისთვის მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. კერძოდ, როდესაც საქმე ეხება შავი ზღვის აუზს, გვერდს ვერ ავუვლით ყირიმის ანექსიას და საქართველოს ოკუპირებული რეგიონს, აფხაზეთს, რომლის ანექსიის მცდელობასაც  აქვს ადგილი.
"მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიურად ჩაერთოთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში რეგიონში, რომლის ერთ-ერთ ქვეყნას მე წარმოვადგენ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.