საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი დავით დეკანოიძე "ქართული ოცნების" წევრია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით დეკანოიძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
დეკანოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არის "ქართული ოცნების" წევრი, ეს ხელს არ უშლის ადვოკატის საქმიანობის განხორციელებაში.
"ქართული ოცნების” წევრი ვარ, მაგრამ ეს არანაირად არ მიშლის ხელს ჩემს საქმიანობაში. დასაცავი ვინც მეყოლება, ყველას დავიცავ - იქნება ის "ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თუ სხვა ნებისმიერი, ჩემს ადვოკატურ საქმიანობას არავის ვუთანხმებ", - განაცხადა დავით დეკანოიძემ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული "ქართული ოცნების" ორი წევრის, გვარად შეყლაშვილისა და ქარდავას ადვოკატიც იყო.
ამასთან, ადვოკატის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, იცის თუ არა ახალიამ, რომ დეკანოიძე ”ქართული ოცნების” წევრია.
მასალის გამოყენების პირობები