საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. ოპოზიცია ბოიკოტის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
"ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირი ზეწოლა თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახური შევიდა. ჩვენ კარგად გვახსოვს "რუსთავი 2"-ის მაგალითზე, რა ამოცანებსა და მიზნებს ემსახურებოდა ტელევიზიაში ასეთი ტიპის ფინანსური შემოწმებებით შესვლა. დღეს ყველამ იხილა უმრავლესობის გამოსვლები, რომელიც გაჟღენთილი იყო აგრესიით ოპოზიციის მიმართ, სადაც ჩვენი კოლეგები პირდაპირ საუბროდნენ დასაჭერი ადამიანების სიაზე. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები