Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/img-25912-13522322101.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე მზად არის, სასამართლოზე "სიმართლე თქვას"
საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწე ლალი ცხადაძე ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ არსებულ ჩვენებებს სისულელეს უწოდებს და მზად არის, სასამართლოზე გამოვიდეს და "სიმართლე თქვას". როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხადაძემ განუცხადა, ახალაია არც ხილს და არც ვაშლს საერთოდ არ ჭამდა და კაბინეტში დანა ვერც ექნებოდა. "ასეთი ადამიანია, ხილს საერთოდ არ ჭამს. დანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი და სისულელეა. რა ვაშლი, რა ქერქი? კაბინეტში დანას რა უნდა ხალხნო?! მე ვუმზადებდი აბსოლუტურად ყველაფერს. 8 წლის განმავლობაში მისი თანაშემწე ვიყავი. იქ ვიყავი 24 საათი, ადამიანი დღე და ღამე მუშაობდა. სასამართლოზეც გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი. სადაც დამიბარებენ იქ მივალ და დავიფიცებ ბიბლიაზე, ხატზე, კონსტიტუციაზე, ყველაფერზე. სამინისტროს თანამშრომლებს ჰკითხეთ, რომელ საათზე იძინებდა ეს ადამიანი და საერთოდ თუ იძინებდა. ადამიანი დღე და რამე მუშაობდეს და ასეთ ბრალდებებს უყენებდე, ეს ხომ სისულელეა", - აღნიშნავს ახალაიას ყოფილი თანაშემწე. მისივე თქმით, ახალაია ჯარისკაცებს ხელის გულზე ატარებდა და თვითონაც იმ საჭმელს ჭამდა, რასაც ჯარისკაცები და პატიმრები ჭამდნენ. "რამდენი რამ გაუკეთა ჯარისკაცებს გაიკითხეთ. დაკითხეთ თიოთოეული მათგანი. ხელის გულზე ატარებდა. მეოთხე ბრიგადაში ვცხოვრობდით, რათა გაგვეგო, რა აკლდათ მათ. ჰკითხეთ თანამშრომლებს, როგორ ელაპარაკებოდა. ყველა სათითაოდ გაჰყავდა და ვინც ღირსი იყო, ყველა დააწინაურა. ზოგი სასწავლებლად გაუშვა საზღვარგარეთ. თავი ჰქონდა სამშობლოსთვის გადადებული და ასე დაუფასეს ხომ?!", - დასძინა ცხადაძემ, რომელიც ამჟამადაც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.