Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სასამართლო სხდომებზე შესაძლოა, ფოტო-ვიდეო-გადაღება და აუდიო-ჩაწერა დაშვებული გახდეს
სასამართლო სხდომებზე შესაძლოა, ფოტო-ვიდეო-გადაღება და აუდიო-ჩაწერა დაშვებული გახდეს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტშია აღნიშნული. კანონპროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. ცვლილებათა პაკეტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო–ვიდეო ჩაწერა.  იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის  გაცხადებით, კი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ფოტოვიდეო გადაღების უფლება ასევე შეუზღუდავად ექნება საზოგადოებრივ მაუწყებელს. "საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდველად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია გარდა იმ შემთხვევისა, რაზედაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ, ან სრულად დახურვის თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე. სასამართლოს თანხმობით სასამართლოს სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს სასამართლოს მოტივირებული განაჩენით", - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ცვლილება "საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში" უნდა შევიდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.