მინდია ჯანელიძეს დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის რანგში პირველი სამუშაო დღე აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელს უწყებაში შუადღისთვის ელოდებიან.
რა გუნდთან დაიწყებს ის მუშაობას ახალი მინისტრი, ამ დრომდე უცნობია - სამინისტროში არც საკადრო ცვლილებებსა და ალასანიას თანამოაზრეებისა სამსახურიდან გათავისუფლებას გამორიცხავენ.
გუშინ საღამოს მინდია ჯანელიძე სამინისტროში ირაკლი ალასანიას შეხვდა. ყოფილმა და მოქმედმა მინისტრებმა ნახევარ საათიანი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს და ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ.
მასალის გამოყენების პირობები