შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დაკავებები ხელს არ შეუშლის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.
,,არ ვფიქრობ, რომ დაკავებები ხელს შეუშლის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ვინც დასაკავებელია უნდა დავაკაოთ, თუმცა არსებობს გარემოებები, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ მაქსიმალურად მხედველობაში ვიქონიებთ ნატოში ინტეგრაციის საკითხებში სხვა ფაქტორებს, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. ოპოზიციის განცხადებები უბრალოდ პროპაგანდის ნაწილია", -აღნიშნა ღარიბაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში სტუმრობისას ოპოზიციის კომენტარების საპასუხოდ. მინისტრამ ასევე განაცხადა, რომ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში ბიძინა ივანიშვილისგან კონკრეტული დავალება არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები