საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში დანიშნავს ახალ საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ყველაფერი გაგრძელდება უფრო უკეთესად, ვიდრე იყო მანამდე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან მინისტრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტიანად გააგრძელონ მუშაობა. პრემიერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას თემას და განაცხადა, რომ მოსახლეობა კიდევ ბევრს სიურპრიზს გაიგებს მის შესახებ.
"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები