საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ეწვევა. საკითხის დეტალებზე ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ანგარიში წელიწადში ერთხელ უნდა ჩააბაროს, თუმცა ამ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, რისი უფლებაც პრეზიდენტს კონსტიტუციით არ ეზღუდება.
უმრავლესობის დეპუტატ ანი მიროტაძის თქმით, საკითხი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტში უნდა განიხილონ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა პარლამენტს უახლოეს სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები