შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთთან სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ქართული მხრიდან რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არცერთ დონეზე არ მიმდინარეობს.
„არსებული უტყუარი ინფორმაციით, ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი ხდება. რაც ხდებოდა 2 წლის წინ, ის ხდება დღეს, ანუ, არავითარი მოძრაობა არაა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილის არტურ არაქელიანის თქმით აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით მისი უწყების მონაწილეობით დახურული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სომხური, რუსული და ქართული მხარეები ამ პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.
მასალის გამოყენების პირობები