კულუარული ინფორმაცია თამარ ბერუჩაშვილის მინისტრად დანიშვნის შესახებ პრემიერ- მინისტრმა არც დაადასტურა და არც უარყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოd ის თქვა, რომ რამდენიმე ადამიანთან მიმდინარეობს კონსულტაცია.
პრემიერ-მინისტრს დღეს მედიის წარმომადგენლებისათვის არც ახალი მინისტრების წარდგენის დღე დაუკონკრეტებია. „მიმდინარეობს კონსულტაციები. უახლოეს დღეებში წარმოვადგენ ახალ მინისტრებს,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მანამდე კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ ბერუჩაშვილმა შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლოს.
ინფორმაციას ბერუჩაშვილი ჟურნალისტებთან არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბერუჩაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კი ბერუჩაშვილი სამინისტროში დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები