Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/gigi_ugulava_8435.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/gigi_ugulava_8435.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/gigi_ugulava_8435.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/gigi_ugulava_8435.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
თბილისის მერია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბრის ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს
თბილისის მერია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბრის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს. "2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომელსაც მთვრობის წევრებთან ერთად, თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა. მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის სოციალური შეღავათების აღდგენასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე სოციალური საკითხები არ განიხილებოდა, რის შემდეგაც თბილისის მერმა სხდომათა დარბაზი დატოვა. თბილისის მერია მთავრობის სხდომის იმ ვიდეომასალის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას აფიქსირებს, რომ ის არ აპირებს სოციალური საკითხის განხილვას. სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრესსამსახურის პირადი კამერით იქნა გადაღებული. აღნიშნული მასალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით, არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვითხოვთ მის გასაჯაროებას", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ პრემიერ მინისტრსა და გიგი უგულაავს შორის შეკამათება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის ინიციატივას მოყვა. გიგი უგულავს მთვარობის სხდომაზე გაუქმებული სოციალური შეღავათების საკითხის დღის წესრიგში შეტანა უნდოდა, მაგარმ მას განუმარტეს, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა.უგულავასთვის ეს არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა. "პრესსამსახურის განცხადება, საკითხი არ არის იმის ღირსი, რომ სხდომის დღის წესრიგში მოხვდეს, არის ცინიზმის მწვერვალი. დღეს გამოჩნდა კიდევ უფრო მძიმე სურათი. აქამდე მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი წყდებოდა ფინანსთა სამინისტროს დონეზე, ფინანსთა სმაინისტრო კი არის ორგანო, რომელიც ცდილობს ყველანაირი ხარჯი შეკვეცოს - ეს მისი ბუნებრივი მიდრეკილებაა და ამაში ვერ დადებ რაიმე ბრალს, მაგრამ დღეს პირდაპირ აღიარა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პრემიერის რანგში მიღებული მისი პირველი დადგენილება, რომელიც თბილისელებისთვის შეღავათების გაუქმებას ეხება, პირადად მისი გადაწყვეტილებაა. დღეს დადასტურდა, რომ არც ფინანსთა, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც სხვა უწყება არაფერ შუაშია და რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ ვიღაცას ჭკუა ასწავლოს. პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, რომ იქვე, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის "სხვადასხვა საკითხებში" ჩასვას ის თემები, რომლებზეც მსჯელობა მთავრობის კომპეტენციაშია, ასე რომ, არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ ტყუილია. მთავრობა დღეს პირველ საკითხად პროკურატურის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავდა - როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს უწყება უფრო "ამუნიად". მეორე იყო საპარტნიორო ფონდის კაპიტალის გაზრდა ანუ, საუბარია იმაზე, "როგორ მოვიწყოთ ცხოვრება". შეიძლება ეს საკითხები ლეგიტიმურია, მაგრამ პრემიერს ჰქონდა უფლებამსილება თბილისელებისთვის სოციალური შეღავათების თემა დღის წესრიგში "სხვადავსხა საკითხების" სახით შეეტანა. მე დაველოდებოდი ორი საათი, სამი საათი", - აღნიშნა თბილისის მერმა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.