პოლიტიკა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში „ბევრი რამ არასწორი" აღმოაჩინა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი ტელევიზიის "პირველ არხს" ვრცელი ინტერვიუ მისცა,რომლის დროსაც მან საქართველოში ბოლო ხანს მომხდარი მოვლენები შეაფასა. კერძოდ, იგი შეეხო მინისტრების გადადგომას, პარტია „თავისუფალი დემოკრატების" მმართველი კოალიციიდან გასვლას, „ერთიანი ნაცმოძრაობის" მცდელობებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და მასმედიიის როლს პოლიტიკურ პროცესებში", - ნათქვამია „ნეზავისიმაია გაზეტას" სტატიაში (ავტორი - იური როქსი). „მოკლედ თუ ვიტყვით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრი რამითაა უკმაყოფილო, რაც საქართველში ხდება: მას არ მოსწონს, თუ როგორ მუშაობს მასმედია, კერძოდ, ტელეკომპანიები, განსაკუთრებით აქცენტი გააკეთა „რუსთავი-2"-ზე, რომელიც, მისი თქმით, არაობიექტურ ინფორმაციებს ავრცელებს, ამ ტელეარხს არ აქვს კვალიფიცირებული ანალიზი" და ა.შ. სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა თვითონ იმუშაოს წამყვან ანალიტიკოსად, მასთან ერთად რამდენიმე ექსპერტიც იქნება, რომლებიც ამა თუ იმ მოვლენას გაანალიზებენ და მოსახლეობას სწორ დასკვნებს მიაწვდიან. საერთოდ, სიტყვები „სწორი" და „არასწორი" ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში დომინირებდა: „არასწორი" იყო, მაგალითად, ირაკლი ალასანიას მოქმედება, „არასწორი" იყო აგრტეთვე მისი პარტიის მიერ კოალიცია „ქართული ოცნების" დატოვება, „არასწორი" იყო იმ მინისტრების მიერ გადაგმული ნაბიჯი, რომლებიც ირაკლი ალასანიას მხარი დაუჭირეს... „არასწორი" იყო პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ქცევაც, როცა მან თავი ვერ შეიკავა და ოპონენტი არაეთიკური ეპითეტებით შეამკო. „არასწორად" უთქვამს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც, როცა მას მოვლენების შეფასების დროს „კულისებიდან ქვეყნის მართვა" წამოსცდა.... ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, მხოლოდ სიმპტომები გაჩნდა, რომელიც სწრაფად იქნა ნეიტრალიზებული. არის ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი, შესაძლებელია, სასურველს სინამდვილედ ასაღებს: იმავე საღამოს, ექს-პრემიერ-მინისტრის „პირველ არხზე" გამოსვლის შემდეგ, ტელეკომპანია „მაესტროს" სტუდიაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა, ასევე პირდაპირი ეთერში ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ გამონათქვამებს პასუხი გასცა, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.