პოლიტიკა
წულუკიანი "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ გაერთიანება "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერს ირაკლი ალასანიას დღეს მიმართავს.

"მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები, მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ - ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით.

თეა წულუკიანს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრობა იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეჩერებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა, პოსტები დატოვეს თავისუფალი დემოკრატების წევრმა მინისტრებმა - მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე რჩება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.