პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტში 14 ნოემბერს გამოვა
14 ნოემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება. პრეზიდენტის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს და ამით პროცესი დასრულდება. 
პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის და მისი მოსმენის ფორმაზე გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს. 
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წინადადებაა, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ პარლამენტის სახელით განცხადება გააკეთოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიმართვა დებატების გამართვის შესახებ გარკვეულ მოსაზრებებს ან რეზოლუციის მიღების სურვილს გააჩენს, ეს შემდგომ საპარლამენტო სხდომებზე იმსჯელებენ.  დავით უსუფაშვილის წინადადების პასუხად, უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ინიციატივით გამოვიდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოცხადდეს ათწუთიანი შესვენება და თუკი მისი მიმართვა გამოიწვევს დეპუტატების პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პასუხის გაცემის სურვილს, შესვენების პროცესში კონსულტაციები გაიმართოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც საპასუხო განცხადებას გააკეთებს. დავით საგანელიძის მოსაზრებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის მიმართვის დატვირთვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თუკი პრეზიდენტის გამოსვლა დეპუტატებს და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სხვადასხვა მოსაზრებებს გააჩენს, ამაზე, 10 წუთში პოზიციების შეჯერება რთული იქნება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი პარლამენტში 14 ნოემბერს, 12:00 საათზე მივა. მისი მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით კი დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. 
პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა და სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე სურს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.