Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/ekonomika.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო უგულავას შემოთავაზებაზე "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მართვის გადაბარებასთან დაკავშირებით უარს აცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. "შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება. ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ ცალსახად აფიქსირებს, რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. შპს "სატრანსპორტო კომპანიის" მართვა საქართველოს მთავრობას გუშინ, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.შ." –ში ჩართვისას დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება მერიის ვებ-გვერდზეც გავრცელდა, მიზეზად სახელდება ის, რომ შეწყდეს ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა, ქალაქში აღდგეს მოძრაობა და თბილისელებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.