საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როსია სეგოდნიას" ეგიდით საქართველოში მაუწყებლობას ქართულ ენაზე იწყებს საინფორმაციო-ანალიტიკური რადიოსადგური "სპუტნიკი".
"ეთერის ბადეში იქნება ინფორმაცია, ინტერვიუები, ანალიზი, კომენტარები. ჯერჯერობით მაუწყებლობას ვიწყებთ ოთხი საათით - დილით ორ საათს და საღამოსაც - ასევე ორ საათს. მაუწყებლობის ენა ქართული იქნება. მომავალი წლიდან სადღეღამისო მაუწყებლობაზე გადასვლას ვგეგმავთ. ჯერჯერობით მაუწყებლობა მოკლე ტალღაზეა, FM 101,4, თუმცა მალე რადიოს მოსმენა ინტერნეტითაც იქნება შესაძლებელი", - აცხადებს რადიოსადგურის შეფი ანტონ ლასხიშვილი. ლასხიშვილმა დაამატა, რომ რადიოსადგური არ იქნება პროპაგანდისტული დანიშნულების. მისი თქმით, ისინი ისაუბრებენ იმაზეც, რაზეც სხვები დუმან.
შეგახსენებთ, ეს ფრაზა ტელეკომპანია "Russia Today"-ს სლოგანიც გახლავთ, რომელიც სწორედ პროპაგანდაში დაადანაშაულეს არაერთხელ, როგორც აშშ-ში, ასევე დიდ ბრიტანეთში. უკრაინაში მისი მაუწყებლობა შეზღუდულია.
შეგახსენებთ, რომ "როსია სეგოდნიას" სათავეში უდგას ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი დიმიტრი კისელევი.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები