პოლიტიკა
15 ნოემბერს საქართველოს მხარდამჭერი აქცია კიევშიც გაიმართება
15 ნოემბერს კიევში, მიხაილოვის მოედანზე საქართველოს მხარდამჭერი აქცია, სახელწოდებით "არა პუტინის მარიონეტულ რეჟიმს" გაიმართება.  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების ანექსიას გააპროტესტებენ, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეტანილ ე.წ. შეთანხმებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული არმიის შექმნასთან დაკავშირებით. 
როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი ისევე, როგორც უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. 
"ქართველი ხალხი უკრაინელებს ყოველთვის უჭერდა მხარს რთულ მომენტებში. მაიდანზე დაღუპულთა შორის საქართველოს ამაყი შვილებიც არიან. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით - საქართველო ერთიანი და განუყოფელია! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ყირიმი - უკრაინაა!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  კიევში საქართველოს მხარდამჭერი აქცია 15 ნოემბერს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება. 
15 ნოემბერს, თბილისში, "ნაციონალური მოძრაობა" "არა - ანექსიას!" ლოზუნგით აქციას გამართავს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.