საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს.
დღეს საპარლამენტო ორგანოში უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ მელიქიშვილი მივიდა. მისი განცხადებით დღეს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე სხვა წევრებიც სრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი.
საპარლამენტო უნცირესობის წარმომადგენლები განმარტავენ რომ ამ ეტაპზე საჭიროა მათი პარლამენტში მუშაობა გაგრძელდეს. მათი განცხადებით მიუხედავ იმისა, რომ ისინი პარლამენტში არ იყვნენ მათ მუშაობა არ შეუწყვეტიათ და მიუხედავად იმისა რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან უმცირესობაზე პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება, ისინი მიანც აპირებენ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელებას.
შეგახსენებთ გასულ ოთხშაბათს ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო მუშოაბის ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო. მათი ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზემით იქნა ახსნილი, როგორც დეპუტატები აცხადებდნენ უმრავლესობა და ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ანხორციელებდნენ დეპუტატებზე. ასევე მაღალჩინოსნებზე მათ მაგალითად მოიყვანეს შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავების ამბავი. ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში შესული ფინანსური შემოწმება.
დღეს ისინი უკვე აგრძელებენ მუშოაბას, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიესალმებიან. ისინი აცხადებენ რომ ელოდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და დღეს 5 საათზე დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრებს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები