აქციის მოინაწილეები 16:00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მიზანია როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოძრაობა სრულად გადაიკეტება. აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, მოძრაობა შეიზღუდება ასევე რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე; გარდა ამისა, ნაწილობრივ შეზღუდვა შეეხება მოძრაობას თავისუფლების მოედანზე.
მასალის გამოყენების პირობები