Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/avtobusebiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ავტობუსების მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ
ავტობუსების მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და ანაზღაურების გაზრდასთან ერთად თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელისა და "სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორის შეცვლას ითხოვენ. მძღოლები ამ დროისთვის გლდანში, №2 ავტოპარკის ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და გაფიცვას განაგრძობენ. მძღოლები "სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელად მათთვის სასურველ კანდიდატურებს განიხილავენ და გეგმავენ, რომ ამ კანდიდატის დანიშვნა მოითხოვონ. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება გია მაისურაძის კანდიდატურა, რომელსაც მძღოლების უმრავლესობა უჭერს მხარს. როგორც მძღოლები აცხადებენ, მათ სჯერათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას და მერიის სატრანსპორტო სამსახურს გამოცდილი და საქმეში გათვითცნობიერებული ადამიანები უხელმძღვანელებენ, მათი ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. მძღოლების გაფიცვის ძირითადი მიზეზი ანაზღაურებით უკმაყოფილებაა. მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მერიის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მძღოლების ხელფასი 800-დან 1000 ლარამდეა, ისინი ამბობენ, რომ კონტრაქტებში უწერიათ ეს ციფრები, თუმცა საბოლოო ჯამში, მის ნახევარს, საშუალოდ 400-500 ლარს გამოიმუშავებენ. მძღოლებს იმედი აქვთ, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და მხარს დაუჭეს. ამ მიზნით ისინი აპირებენ, რომ მოლაპარაკებები გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან სოსო ჯაჭვლიანთან გამართონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.