დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველო ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა და ტოლერანტობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა, ქვეყანა ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს, რაც გულისხმობს ევროპული ტიპის ქალაქების მშენებლობას, ევროპული რეგულაციების შემოღებას და ა.შ.
"მაგრამ ევროპისკენ ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ევროპულ არქიტექტურას, ევროპულ წესრიგს. ეს ნიშნავს ასევე პატივისცემას იმ სხვადასხვა მრწამსის, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილს ეწოდოს ტოლერანტობის სკვერი იმისთვის, რომ ეს იყოს ადგილი, სიმბოლო იმისა, თუ რა პატივს სცემს ქართველი ხალხი ყველას მრწამსს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები