კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი სერგო ჩაჩიბაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო
დაკავებულის ადვოკატის თქმით, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ნახევარ საათს გაგრძელდა. მისი განმარტებით, ბრალმდებელმა უარი თქვა ბრალდებაზე, რის შემდეგაც მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა 25 მარტს ზუგდიდში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღმოაჩნდა.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სერგო ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სერგო ჩაჩიბაია თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.
ჩაჩიბაია შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
მასალის გამოყენების პირობები